უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში ბუჩაში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. ფოტოებზე ასახულია რუსი სამხედროების მიერ ოკუპაციის შემდეგ ქუჩებში ნაპოვნი მოკლული მშვიდობიანი პირები.
„რუსი სამხედროების დედებს ვურჩევ ეს ნახონ. შეხედეთ, რა ნაბიჭვრები გაზარდეთ. მკვლელები, მაროდიორები, ჯალათები“,_ წერს ზელენსკი.