რუსეთი უკვე მეორე დღეა უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე სარაკეტო დარტყმებს ახორციელებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინელები მარტო დარჩნენ ქვეყნის დასაცავად, მსოფლიო ლიდერები კი შორიდან იყურებიან.
„ჩვენ ჩვენს სახელმწიფოს მარტონი ვიცავთ. მსოფლიოს უძლიერესი ძალები შორიდან გვაკვირდებიან. დაარწმუნა რუსეთი გუშინდელმა სანქციებმა?! ჩვენს ვისმენთ ჩვენს ცასა და მიწაზე, რომ ეს არასაკმარისია. მხოლოდ უკრაინელების სოლიდარობას და სიმტკიცეს შეუძლია ჩვენი თავისუფლების გადარჩენა და სახელმწიფოს დაცვა. ჯარი, მესაზღვრეები, ეროვნული გვარდია, პოლიცია, დაზვერვა – საკუთარ ამოცანას ყველა მაქსიმალურად ასრულებს. თავს ვიცავთ! არ ვჩერდებით! დიდება უკრაინას“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ცნობისთვის, ოკუპანტი აგრესიული ძალები, უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრნენ, რის შემდეგაც პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.