ჩვენ აქ ვართ, ჩვენ კიევში ვართ… ჩვენ ვიცავთ უკრაინას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საგანგებოდ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.
გავრცელებულ ვიდეოში ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ჩანან ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ასევე მმართველი პარტიის თავმჯდომარე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.
,,ფრაქციის ლიდერი აქ არის, ჩემი ადმინისტრაციის უფროსი აქ არის, პრემიერ-მინისტრი აქ არის. ყველანი აქ ვართ, ჩვენი არმია აქ არის… ჩვენ დავიცავთ ჩვენს დამოუკიდებლობას! გაუმარჯოს უკრაინას!,“- აცხადებს ზელენსკი.
[sexy_author_bio]