რუსული აგრესიის საპასუხოდ, უკრაინელი ხალხი ახლა იცავს თავის უფლებას იცხოვროს თანამედროვე სამყაროში.
Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ამერიკულ ტელეარხ CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ვიცავთ ცხოვრების უფლებას. არასოდეს მიფიქრია, რომ ამ უფლებას ასეთი მაღალი ფასი ექნებოდა“, – განაცხადა მან.
სახელმწიფოს მეთაურის თქმით, სიცოცხლის უფლება ადამიანური ღირებულებაა.
“რუსეთმა არ უნდა მირჩიოს, რა გავაკეთო და როგორ გამოვიყენო ჩემი უფლებები. ეს უფლება მომცა მე ღმერთმა და ჩემმა მშობლებმა”, – დასძინა მან.