G7-ის მთავრობათა მეთაურების ვირტუალურ შეხვედრაზე ზელენსკიმ თქვა, რომ რუსებმა ორშაბათიდან 100-ზე მეტი საკრუიზო რაკეტა გამოიყენეს უკრაინის წინააღმდეგ და „ყოველ ათ წუთში მე ვიღებ შეტყობინებას მტრის მიერ ირანული „შაჰედების [დრონების] გამოყენების შესახებ“.
ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთმა ირანს 2400 „შაჰედი“ შეუკვეთა.
„რუსეთს სურს ქაოსის პროვოცირება უკრაინაში და მთელ დემოკრატიულ სამყაროში და ამიტომ იყენებს ყველაფერს, სარაკეტო დარტყმებიდან ატომური სადგურის აღებამდე, რადიაციული კატასტროფის საფრთხეებით, ევროპაში ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დივერსიიდან და უკრაინის განადგურების მიზანმიმართულ მცდელობამდე, ენერგეტიკული ობიექტები“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ლიდერს „ჯერ კიდევ აქვს შესაზლებლობა შემდგომი ესკალაციისთვის“.
ზელენსკიმ G7-ის ქვეყნებს მოუწოდა “უკრაინის საჰაერო ფარის შექმნას”
“როდესაც უკრაინა მიიღებს საკმარის რაოდენობას თანამედროვე და ეფექტური საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რუსული ტერორის ძირითადი ელემენტი – სარაკეტო დარტყმები – შეწყვეტს მუშაობას“, – თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა გერმანიას და შეერთებულ შტატებს მიწოდებული სისტემებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ოთხშაბათს გერმანიაში თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე განიხილება ამ სისტემების უკრაინასთან ინტეგრაცია.
ავტორი