,,მოგიწოდებთ, გენერალურ ასამბლეაზე ტერორისტული სახელმწიფოს დელეგაციას წაართვათ ძალაუფლება”, _ მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს
უკრაინის პრეზიდენტმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, რუსეთის მიერ კრემენჩუკზე განხორციელებული თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასოს და აგრესორი ქვეყანა დასაჯოს.
,,გაეროს ქარტია უშიშროების საბჭოს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მთავარ პასუხისმგებლობას ანიჭებს. ქარტიის მეორე თავის მე-6 პუნქტი გარკვევით ამბობს, რომ ორგანიზაციის წევრი, რომელიც სისტემატიურად არღვევს ქარტიაში არსებულ პრინციპებს, შესაძლებელია გენერალური ასამბლეისა და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არღვევს გაეროს ფუნდამენტურ პრინციპებსა და საერთაშორისო სამართლებრივ წესრიგს, მას პასუხია რ მოეთხოვება გლობალურ დონეზე. ის კვლავ რჩება გაეროს სააგენტოებში და საკუთარი ადგილით ინარჩუნებს პრივილეგიებს. უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის ადგილი, რომელსაც რუსეთი ინარჩუნებს მხოლოდ და მხოლოდ ცივი ომის დასასრულს პოლიტიკოსების არაშორსმჭვრეტელობის გამო. რუსეთს არ აქვს უფლება უკრაინის ომთან დაკავშირებით, რომელიც არაპროვოცირებული და უბრალოდ კოლონიალისტური ხასიათისაა რუსეთის მხრიდან, კენჭისყრის დისკუსიებში მიიღოს მონაწილეობა. მოგიწოდებთ, გენერალურ ასამბლეაზე ტერორისტული სახელმწიფოს დელეგაციას წაართვათ ძალაუფლება. ეს შესაძლებელია. ეს აუცილებელია. ეს სამართლიანია. რუსეთს არ აქვს უფლება დარჩეს უშიშროების საბჭოში.“ – თქვა ზელენსკიმ.
ავტორი