რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა რომ პოპულარულმა ამერიკელმა მსახიობებმა მილა კუნისმა და ეშტონ კატჩერმა უკრაინის დასახმარებლად 34 მილიონი დოლარი შეაგროვეს. აქედან სამი მილიონი თავად ვარსკვლავურმა წყვილმა გაიღო.
ორი დღის წინ მსახიობებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეო ზარის საშუალებით გაესაუბრა და მოგვიანებით მათ მადლობა „Twitter“-ის ოფიციალური გვერდის საშუალებით გადაუხადა.
„მილა კუნისი და ეშტონ კატჩერი იყვნენ ერთ-ერთი პირველები, რომლებმაც ჩვენი მწუხარება გულთან ახლოს მიიტანეს. მათ უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად 35 მილიონი დოლარი შეაგროვეს. ჩვენ მადლობლები ვართ მათი მხარდაჭერისთვის, თქვენ შთააგონებთ სამყაროს. ჩვენ ყველა ერთად ვდგავართ უკრაინის მთლიანობისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.