უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ნიდერლანდებმა უკრაინას ფინანსური დახმარების სახით 200 მილიონი ევრო გამოუყო. მან ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან, მარკ რუტესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, ზემოხსენებული თანხა საჯარო სექტორის თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდას მოხმარდება.
“მსურს აღვნიშნო ნიდერლანდების მთავრობის გადაწყვეტილება ჩვენი სახელმწიფოსთვის დამატებით მძიმე იარაღის მოწოდების შესახებ, ძალიან მადლობელი ვართ ამის გამო. ასევე შემიძლია მოგახსენოთ უკრაინისთვის დამატებით 200 მილიონი ევრო გამოყოფის შესახებ. ამ გადაწყვეტილებით ჰოლანდიის მთავრობა დაეხმარება უკრაინელ მასწავლებლებს, ექიმებს, პენსიონერებს”. – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ნიდერლანდების მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარება შესაძლოა, რუსეთისთვის „უსიამოვნო სიურპრიზი“ აღმოჩნდეს
“არ ვარ დარწმუნებული, რომ შემიძლია გითხრათ აბსოლუტურად ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვთანხმდებით ნიდერლანდების მთავრობასთან. არ მინდა რუსეთის ფედერაცია მისთვის უსიამოვნო სიურპრიზებისთვის მოვამზადო”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან, ასევე აღნიშნა, რომ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რათა რუსეთის ფედერაციის დანაკარგები მივიდეს იმ დონემდე, რომ რეალური პაუზა აიღონ მანამ, სანამ ისინი უკრაინიდან გაიქცევიან.
ცნბისთვის, უკრაინის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინას სახელმწიფო სექტორის თანამშრომლებისთვის ხელფასების გადასახდელად ივნისის ბოლოს მსოფლიო ბანკიდან სესხის სახით 446.8 მილიონი ევროს აღება მოუწია.
ავტორი