ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტყვეობიდან ყველა დაბრუნდეს,_ აღნიშნული განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა.
პრეზიდენტის განცხადებით, მხარეებს შორის უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე ტყვეთა გაცვლა ორმოცდამეათედ მოხდა.
“დაახლოებით 207 უკრაინელი დღეს გათავისუფლდა რუსული ტყვეობიდან, ხოლო 3035 სამხედრო ტყვე უკვე დაბრუნდა სამშობლოში ომის დაწყების შემდეგ”,_ განაცხადა ზელენსკიმ.