უკრაინა აგვისტოს ბოლო შაბათს ავიაციის დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ქვეყნის პრეზიდენტმა უკრაინელ მფრინავებს მიმართა და განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინაში შეჭრის პირველივე საათებიდან იმედი ჰქონდა რომ გაანადგურებდა უკრაინულ ავიაციას, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია.
“რუსეთი იმედოვნებდა, რომ გაანადგურებდა ჩვენს ავიაციას სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველივე საათებში და რა თქმა უნდა, მათ ჰქონდათ სრულიად გიჟური მიზნები, ისევე როგორც სხვა მრავალი. უკრაინის საჰაერო ძალები შენარჩუნებულია და შეჭრის პირველივე დღიდან ისინი ღირსეულად ასრულებენ საბრძოლო დავალებებს”, – თქვა ზელენსკიმ და მადლობა გადაუხადა მათ გამოჩენილი გმირობისა და მამაცობისთვის.
ზელენსკის თქმით, ომის 6 თვის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან 18-მა მფრინავმა მიიღო უკრაინის გმირის წოდება.
“ცალკე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი ჯარისკაცების მშობლებს, უკრაინელი მფრინავების დედებსა და მამებს, ასეთი მამაცი და ჭკვიანი შვილებისთვის, რომლებმაც ბევრი გააკეთეს და აკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენი გამარჯვებისთვის, უკრაინის გამარჯვებისთვის, – ამბობს ზელენსკი