რუსულმა ჯარებმა მშვიდობიანი უკრაინელების წინააღმდეგ ათასზე მეტი რაკეტა და მრავალი საჰაერო ბომბი ისროლეს და ათობით ქალაქი გაანადგურეს. ამის შესახებ განცხადება უკრანის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა.
“რუსეთმა გამოიყენა ათასზე მეტი რაკეტა და უთვალავი საჰაერო ბომბი უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ. რუსულმა ჯარებმა გაანადგურეს ჩვენი ათობით ქალაქი და ზოგიერთი მათგანი ფერფლად იქცა“, – თქვა მან.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მოქცეულ ბევრ ქალაქში და სოფელში მიცვალებულთა დაკრძალვაც კი არ შეუძლიათ, ისინი პირდაპირ დანგრეული სახლების ეზოებში უნდა დამარხონ.
მან ასევე აღნიშნა, რომ დაახლოებით ცხრა მილიონი უკრაინელი იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი სახლები და გაქცეოდა რუსეთის ჯარს.