რუსეთის ხელმძღვანელობასთან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები აუცილებლად გაიმართება, ერთადერთი საკითხია, რომელ რუსეთის პრეზიდენტთან – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში გამართულ უკრაინული საუზმის დროს განაცხადა.
“საომარი ნაწილის შემდეგ, იქნება მშვიდობიანი პროცესი, იქნება მოლაპარაკებების მაგიდა და აუცილებლად იქნება მშვიდობა. კითხვა ისმის – ვისთან გამართავს უკრაინა მოლაპარაკებებს, რუსეთის რომელ პრეზიდენტთან. ეს ასევე დამოკიდებულია რუსეთის მოქმედი პრეზიდენტის სურვილზე”, _ თქვა ზელენსკიმ.
მისი აზრით, რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი ვერ აცნობიერებს რა ხდება ახლა.
“ის თავის საინფორმაციო სამყაროში ცხოვრობს და ვერ ხვდება, რომ უკრაინა დათმობებზე არ წავა“, _ თქვა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები შესაძლებელი იქნება, “როდესაც ის მზად იქნება დაბრუნდეს რეალობაში და გაიაზროს, რომ უამრავი ადამიანი იღუპება”.
“მაშინ შეიძლება ვცადოთ, თუ გვიანი არ იქნება, რუსეთის ამჟამად მოქმედ მთავრობასთან დიპლომატიურ გზაზე წასვლა”,_ თქვა ზელენსკიმ.
მან, ასევე აღიარა, რომ ომის შემდგომი სისხლიანი განვითარებით უკრაინულ საზოგადოებაში მოლაპარაკების სურვილი „ყოველდღე იკარგება“.
ავტორი