უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებს ანტიპუტინისტური კოალიციის შექმნისკენ. ამის შესახებ ის twitter – ზე წერს.
ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ დაწესდეს სანქციები და უკრაინას ფინანსური და სამხედრო დახმარება გაუწიონ.
მისი თქმით, ამ საკითხზე ბაიდენს, ოლაფ შოლცს, შარლ მიშელს, ანჯეი დუდასა და ბორის ჯონსონს ესაუბრა.
,,მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ შეაჩერონ პუტინი, ომი უკრაინისა და მსოფლიოს წინააღმდეგ. შეიქმნას ანტიპუტინისტური კოალიცია. დაუყოვნებლივი სანქციები, სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა უკრაინას. დახურეთ საჰაერო სივრცე, მსოფლიომ უნდა აიძულოს რუსეთი სიმშვიდისკენ“, – წერს ზელენსკი.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა.
[sexy_author_bio]