უკრაინა ვერ შეასრულებს რუსეთის ფედერაციის მიერ წამოყენებულ ულტიმატუმს, რადგან მისი შესრულება მოითხოვს უკრაინელი ხალხის სრულ განადგურებას. ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა ევროპულ მედიასთან საუბრისას. ინტერვიუს ამონარიდი suspline-მა გამოაქვეყნა.
“უკრაინა ვერ შეასრულებს ულტიმატუმს. ჩვენ ამას ფიზიკურად ვერ შევძლებთ. როგორ შეიძლება ეს? ჩვენ ყველა უნდა გავნადგურდეთ – მაშინ მათი ულტიმატუმი ავტომატურად შესრულდება. მაგალითად, ისინი ამბობენ, მოგვეცით ხარკოვი, მოგვეცით მარიუპოლი, მოგვეც კიევი. არც ხარკოვის, არც მარიუპოლის, არც კიევის მაცხოვრებლებს და არც პრეზიდენტს ამის გაკეთება არ შეგვიძლია. ამას ვხედავთ ოკუპირებულ ქალაქებშიც. მელიტოპოლში, ბერდიანსკში, როდესაც ისინი შედიან, ხალხი არ ნებდება. ისინი აღმართავენ რუსეთის დროშას, ხალხი ჩამოაგდებს მას. რუსულმა ჯარმა მოკლა კაცი. დიახ, ხალხი მიიმალა, მაგრამ ღამით დაბრუნდნენ და დროშა ისევ ჩამოხსნეს. ყველას რომ მოგვკლას? ჩვენ შეგვიძლია შევასრულოთ ულტიმატუმი მხოლოდ მაშინ, როცა მოვკვდებით“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მან დასძინა, რომ ულტიმატუმები უკრაინასთან ომში რუსეთის ფედერაციას არანაირ შედეგს არ მოუტანს.