ისინი ცდილობენ ჩვენს განადგურებას და მიწის პირიდან წაშლას – წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და რუსეთს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომში ადანაშაულებს.
“სრულმასშტაბიანი ომის 229-ე დღე. 229-ე დღეა ჩვენს განადგურებას და მიწის წაშლას ცდილობენ. ზოგადად ჩვენი ხალხის განადგურებას ცდილობენ. იმ ადამიანების, ვისაც ზაპოროჟიეში, საკუთარ სახლში სძინავს. დნიპროსა და კიევში კი სამსახურში მიმავალი ადამიანები მოკლეს. უკრაინაში განგაშის ხმა არ წყდება. რაკეტები ცვივა. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაჭრილები. გთხოვთ, არ დატოვოთ თავშესაფრები. იზრუნეთ საკუთარ თავზე და თქვენს ახლობლებზე.გავუძლოთ და ვიყოთ ძლიერები“ – წერს ზელენსკი Telegram-ში.
პრეზიდენტის მოსახლეობას მოუწოდებს თავშესაფრებში გადავიდნენ.
,,არის რაკეტის დარტყმა. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაჭრილები. გევედრებით არ დატოვოთ თავშესაფრები. გაუფრთხილდით საკუთარ თავს და თქვენს ოჯახს. მოითმინეთ და იყავით მტკიცე“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.