უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევიდან ევაკუაციაზე აშშ-ის მთავრობის შეთავაზებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი The Washington Post-ი უკრაინულ და ამერიკულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე The Washington Post-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ის მთავრობა მზად არის, უკრაინის პრეზიდენტის კიევიდან ევაკუაცია განახორციელოს, რათა თავიდან აიცილონ საოკუპაციო ძალების მიერ ვოლოდიმირ ზელენსკის დაკავება ან მოკვლა.
25 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევში რუსეთის დივერსიული ჯგუფები შევიდნენ და რუსეთი მის მოკვლას გეგმავს.
[sexy_author_bio]