უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას სანქციების დაწესების შესახებ 119 რუსისთვის, მათ შორის რამდენიმე ცნობილი ადამიანია და სამი უკრაინის მოქალაქე.
გავრცელებული ინფორმაციით, სანქცირებულ პირებს შორისაა მომღერალი ირინა ალეგროვა, უკრაინის მოქალაქე, ტელეწამყვანი და რეჟისორი ჟანა ბადოევა, მომღერალი დიმიტრი ბილანი, ტელეწამყვანი დანა ბორისოვა, მომღერალი ალექსანდრ ბუინოვი, მომღერალი ლარისა დოლინა, მსახიობი დიმიტრი დიუჟევი, მომღერალი ვიქტორია დაინკო, მსახიობი დიმიტრი ხარატიანი და მომღერალი ფილიპ კირკოროვი.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა აცნობოს ევროკავშირის, შეერთებული შტატების და სხვა სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს სანქციების გამოყენების შესახებ და დააყენოს მათ მიერ მსგავსი შემზღუდავი ზომების დაწესების საკითხი.