უკრაინის პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბი ამბავი გავრცელდა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში თავად განაცხადა. მისი თქმით, დეზინფორმაცია, რომ ავად არის რუსმა ჰაკერებმა გაავრცელეს.
„დღეს რუსეთმა გაუშვა ყალბი ამბები იმის შესახებ, რომ (უკრაინის) სახელმწიფოს არ აკონტროლებს პრეზიდენტი ზელენსკი, რადგან ის საავადმყოფოშია, უფრო სწორად, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში „სერიოზული ჯანმრთელობის მდგომარეობის“ გამო“, – თქვა ზელენსკიმ.
“ასე რომ, აქ ვარ ჩემს კაბინეტში და არასდროს მიგრძვნია თავი ისე კარგად, როგორც ახლა”, – თქვა მან, მაგიდასთან იჯდა და ხაკისფერი მაისური ეცვა. “და ცუდი ამბავი მათთვის, ვინც ასეთი ფეიქების უკან დგას არის ის, რომ მე არ ვარ მარტო. ჩვენ 40 მილიონი ვართ (უკრაინელები).”
Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთი, რომელიც 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინაში, მაშინვე კომენტარი არ გაუკეთებია ზელენსკის განცხადებებზე.