BBC-ის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტი, ერდოღანი აცხადებს, რომ უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა „არც ისე შორეულ მომავალში“ მოხდება.
ცნობისთვის, ერდოღანი კონფლიქტის დაწყების შემდეგ მშვიდობისმყოფელის როლის შესრულებას ცდილობდა. კაბინეტის შეხვედრის შემდეგ საუბრისას მან თქვა, რომ იმედოვნებს ლიდერებს შორის სამიტის მოწყობას “ამ კრიზისის სრულად მოსაგვარებლად”.
ინფორმაციისთვის, კიევმაც და მოსკოვმაც უარყვეს პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის პერსპექტივა ბოლო კვირებში.
გუშინ, გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა ჟენევაში Financial Times-ს განუცხადა, რომ მსგავსი სამიტი ნაკლებად სავარაუდოა.
ზელენსკიმ ასევე უარყო ეს პერსპექტივა გასულ კვირას ერდოღანთან შეხვედრის დროს და უთხრა თურქეთის ლიდერს, რომ “ძალიან გაკვირვებული იყო” იმის მოსმენით, რომ მოსკოვი “მზად არის რაიმე სახის მშვიდობისთვის”.