ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტთან და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
“შეხვედრის დროს განვიხილეთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, რომლებსაც სხვადასხვა ევროპული ქვეყანა უზრუნველყოფდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით. ყველა ძალიან კმაყოფილია რუსეთის/უკრაინის მშვიდობის შესაძლებლობით. შეხვედრების დასრულების შემდეგ დავურეკე პრეზიდენტ პუტინს და დავიწყე პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის შეხვედრის მოწყობა, რომლის თარიღიც შემდგომში განისაზღვრება. ამ შეხვედრის შემდეგ, გვექნება ტრილატი, რომელშიც ორივე პრეზიდენტი და მე ვიქნებით. კიდევ ერთხელ, ეს იყო ძალიან კარგი, ადრეული ნაბიჯი ომისთვის, რომელიც თითქმის ოთხი წელია მიმდინარეობს. ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი კოორდინაციას უწევენ რუსეთსა და უკრაინას”,_ წერს სოციალურ ქსელში ტრამპი.
ინფორმაციისთვის, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიდა ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე.





























































