ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხეთში ეპიდემიოლოგებმა დილიდანვე დაიწყეს მუშაობა და ტესტების აღება იმ პირებზე, რომლებსაც შეხება ქონდა ხოფის ბაზარში დასაქმებულ ქალთან.
აღნიშნულმა პირმა ტესტი ბათუმში ჩაიტარა, მაგრამ პასუხის მოსვლამდე მშობლიურ სოფელში წამოვიდა ოჯახის წევრებთან ერთად.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიამ “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს თქვა, ქალის გადაყვანა ბათუმში დროულად მოხდა.
“ახალი ჩამოსული იყო სოფელში, როდესაც დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ კორონავიურის ქონდა“, – გვითხრა მჟავიამ.
“გურია ნიუსს“ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ აღნიშნულმა ადამიანმა ბათუმიდან ჩოხატაურამდე ე.წ. რაფით იმგზავრა, რასაც არჩილ მჟავია არ ადასტურებს.
„ის ჩამოვიდა თავისი მანქანით და მასთან ერთად იმყოფებოდნენ მისი ოჯახის წევრები. კვლევა დასრულდა და 14 ადამიანს ჩაუტარდა ტესტი, რომლის პასუხები დღეს გვიან იქნება ცნობილი“, – თქვა არჩილ მჟავიამ.