დღეს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზენობანში (ხიდისთავის თემი) წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გაიხსნა.
ეკლესიის მშენებლობა შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა კურთხევით დაიწყო.
საარქივო ცნობებით, მე-12 საუკუნედან არსებობდა ეკლესია. აღნიშნული ეკლესიის მშენებლობაში ჩართული იყვნენ თემის წარმომადგენლები.
აღნიშნული ფაქტი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ სოფელი ზენობანი ნოდარ დუმბაძის მშობლიური სოფელია.