ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში, საწარმოო შემთხვევის შედეგად, 55 წლის დ.ძ. დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირები ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, 55 წლის დ.ძ. მე-4 საამქროს სახურავიდან, რომლის სიმაღლეც დაახლოებით 40 მეტრია, ჭერის სარემონტო სამუშაოების შესრულების, კონკრეტულად კი სახურავის ძველი ლითონის ფურცლების შეცვლის დროს ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.