დღეს ზესტაფონში ,,ლელო საქართველოსათვის” რეგიონული ოფისი გაიხსნა. ზესტაფონს “ლელოს” ლიდერები _ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ანა ნაცვლიშვილი და სხვები სტუმრობდნენ.
ლიდერებმა და ზესტაფონლებმა ისაუბრეს ზესტაფონის პრობლემებზე და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე.
“ლელოს” ზესტაფონის რეგიონული ოფისის თავჯდომარედ ზესტაფონის მკვიდრი, პედაგოგი მამუკა ჭაჭიაშვილი დაინიშნა.