ამერიკელი მეცნიერების ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ზეთისხილში ნაპოვნი ნივთიერება ხელს უწყობს წონის დაკლებას და სისხლში შაქრის დონის შემცირებას.
საუბარია ელენოლის მჟავაზე, რომელსაც ზეთისხილი შეიცავს. ამ აღმოჩენამ შეიძლება გამოიწვიოს უფრო უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ბუნებრივი საშუალებების შექმნა ჭარბი წონის და მე-2 ტიპის დიაბეტის წინააღმდეგ საბრძოლველად.
ახალ კვლევაში აღმოაჩინეს, რომ ელენოლის მჟავა, რომელიც გვხვდება ზეთისხილსა და ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთში, ხელს უწყობს ნაწლავებში ჰორმონების გამოყოფას, რომლებიც მადას აკონტროლებენ და ჭარბ კვებას ხელს უშლიან. უფრო იაფი აღმოჩნდა ამ მჟავის მიღება ზეთისხილისგან სხვა ნივთიერების, ოლეუროპინის მიღებით, ვიდრე მისი პირდაპირი ამოღებით.
ავტორი

































































