ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იანკერი და ფინანსურ საკითხებში ევროკომისარი, პიერ მოსკოვიჩი ევროპის მტრები არიან. აღნიშნული განცხადება TELETRADER-ის ინფორმაციით, იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მატეო სალვინმა გააკეთა.
მისი განცხადებით, მათ მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ქვეყნები და ვალი გაიზარდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, სალვინმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ორმა მაღალჩინოსანმა რომის ახალი ბიუჯეტის გეგმა გააკრიტიკა.