ბატონი ჟან-ფრედერიკ პაულსენი არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის უფროსი მრჩეველი სხვადასხვა მიმართულებით, 2017 წლიდან დღემდე.
2015 წლიდან დღემდე, ბატონი ჟან-ფრედერიკ პაულსენი ასევე არის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი (2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის თებერვლამდე).
2012 – 2017 წლებში, ბატონი ჟან-ფრედერიკ პაულსენი არის ბრიტანული კომპანიის TPFF Asset Management -ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და აქტიურად არის ჩართული საინვესტიციო და რისკის პოლიტიკის შემუშავებაში და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში.
2014-2017 წლებში, ბატონი ჟან-ფრედერიკ პაულსენი არის ქართული კომპანიის Wellington LLC -ის დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა მეწარმეობა სხვადასხვა ბიზნეს სექტორებში (სოფლის მეურნეობა, წარმოება, უძრავი ქონება, საინფორმაციო ტექნოლოგიები).
2007-2013 წლებში, ბატონი ჟან-ფრედერიკ პაულსენი მუშაობდა სხვადასხვა კომპანიებში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში და ჰონგ-კონგში, როგორც ბიზნეს ანალიტიკოსად, ასევე, ფინანსურ მენეჯერად.
ბატონ ჟან-ფრედერიკ პაულსენს მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში პარიზის ევროპულ ბიზნეს სკოლაში და მაგისტრის ხარისხი ფინანსებში და საბუღალტრო აღრიცხვაში, ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლაში.