შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 96-ე კილომეტრზე, სოფელ გიორგიწმინდას შემდეგ, ძლიერი ნალექის შედეგად მიწის მასა ჩამოწვა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
შექმნილი ვითარების გამო, ადგილზე შესაბამისი გაწმენდითი ღონისძიებების გატარებამდე, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.


































































