რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ახალგაზრდებს უჩვენა, თუ როგორი უნდა იყოს კოცნა და მათ ხანგრძლივ სიყვარულზე უარის თქმისკენ მოუწოდა, რომელიც ჟირინოვსკის სიტყვებით-დამღუპველია.
”პირში კოცნა არ შეიძლება-მხოლოდ შუბლზე. ის ადგილი კი, სადაც უნდა აკოცოთ, გაწმინდეთ სპორტით ან ოდეკოლონით”, _ აღნიშნავს ჟირინოვსკი.
ჟირინოვსკიმ ისიც განმარტა თუ რატომ უნდა აკოცონ შეყვარებულებმა ერთმანეთს შუბლზე და არა, მაგალითად, ლოყაზე:”რატომ შუბლზე? რადგან შუბლზე გარდაცვლილებს კოცნიან. სიყვარული კი _ სიკვდილია. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ის მალე დასრულდება”.