მეოთხე დღეა, ოზურგეთელი ჟურნალისტი ვლადიმერ მენაბდე „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის , მზია ამაღლობელის მხარდასაჭერ აქციას აგრძელებს. ამჯერად, ის ურეკი-ოზურგეთის ავტომაგისტრალზე (სოფელ გურიანთის მონაკვეთი) იმყოფებოდა.
მისივე თქმით, მსგავს აქციას გურიის სამივე მუნიციპალიტეტის სხვადასხვა მონაკვეთზე გამართავს.