ახლახან, „გურია ნიუსის“ ჟურნალისტს, მარინა ჩიხლაძეს საათი დაეკარგა.
როგორც თავად თქვა, ერთ-ერთ სოფელში მყოფს, ქალაქში დაბრუნებისას, უცნობმა გოგონებმა გაუჩერეს ავტომობილი და ოზურგეთში ჩამოიყვანეს. თუმცა, არ იცოდა, სად დაუვარდა მაჯის საათი, არც გოგონებს იცნობდა, ახსოვდა მხოლოდ მანქანის ფერი…
გოგონებმა _ მაია ზენაიშვილმა და მაია კიკაბიძემ საათი მანქანაში იპოვეს, რის შემდეგაც სოციალური ქსელის საშუალებით შეტყობინება გაუგზავნეს საათის პატრონს და ნივთიც მალე დაუბრუნეს.
_ ჩემ მიერ ნივთის დაკარგვის პირველი შემთხვევა არ არის. ყველა შემთხვევაში პატრულმა ან ასე წესიერმა ხალხმა დამიბრუნა. ადამიანებო, მე თქვენ მიყვარხართ! თქვენნაირების გამო ღირს სიცოცხლე და ქვეყნის, ხალხის სამსახური ისე, როგორც შეგიძლია! _ თქვა ჟურნალისტმა.
მადლობას ვუხდით ორ ყურადღებიან და წესიერ გოგონას მაია ზენაიშვილს და მაია კიკაბიძეს!
ავტორი: გურია ნიუსი