ფორმულას ჟურნალისტს, ია სართანიას მეტროში თავს დაესხნენ.
formulanews-ის ინფორმაციით, ჟურნალისტი ჰყვება, რომ კაცი მას ჯერ ფიზიკურად რამდენჯერმე შეეხო, შემდეგ კი ხელი ჰკრა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და აგინებდა.
ია სართანიას თქმით, კაცი ტატუებზე მიუთითებდა და ჰომოფობიურ ლექსიკით მიმართავდა.
ია სართანია ამბობს, რომ კაცი დაკავებულია და სასამართლო დარბაზშია გადაყვანილი.
“მეტროთი მოვდიოდი სამსახურში, როგორც ჩანს, ჩემს უკან იდგა ეს პიროვნება, მე არ შემიმჩნევია მანამდე, სანამ არ შემეხო. მხარზე დამადო, ცოტა მჭიდროდ ხელი, გამწია, ხელი მკრა და შემდგომ გადაინაცვლა ჩემს მოპირდაპირე მხარეს – მაგინა, უშვერი სიტყვები მაკადრა, ტატუებზე ამახვილებდა ყურადღებას, ციხიდან გამოსული მეძახა, მეუხერხულება იმ სიტყვების გამეორება, რა სიტყვებიც მეძახა. შემდგომ, მატარებელი გაჩერდა და ვთხოვე მძღოლს, რომ აღარ გაეგრძელებინა გზა, დავუძახე პატრულს, მოვიდნენ, გამოიყვანეს.
მინდა ვთქვა, რომ ვაგონში არავინ გამომესარჩლა, ყველას ესმოდა, რომ მაგინებდა ეს კაცი, ჩამოვედით და იქ მეხვეწებოდნენ ვიღაც ადამიანები, მოხუცია და გაუშვიო, თუმცა შემდეგ გადმოვინაცვლეთ პოლიციის განყოფილებაში, დავწერეთ ჩვენებები და ახლა, როგორც ვიცი, გადაიყვანეს უკვე სასამართლოში. სასამართლო დღეს გაიმართება. დაკავებულია და გადაყვანილია სასამართლო დარბაზში”, – თქვა სართანიამ.