2024 წლის აგვისტოში რეტროგრადული მერკური გველოდება. მთავარი, რაც უნდა ვიცოდეთ, არის ის, რომ სწორედ რეტროგრადული მერკურის გავლენით, ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავა. ამ ფენომენს გართულებული კომუნიკაცია, მომატებული შფოთვა და განწყობის ცვალებადობაც ახასიათებს. ამიტომაც, შესაძლოა, ნეგატიური გავლენა ცხოვრების ყველა სფეროში ვიგრძნოთ, განსაკუთრებით კი სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით. ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც პირად ურთიერთობებში აგვისტოში გარკვეული სირთულეები ელის:
ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
ქალწული ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული ნიშანია, რომელსაც სტაბილურობა და ყველაფრის გეგმის მიხედვით წარმართვა განსაკუთრებით უყვარს. თუმცა, როგორ ასტროლოგები ამბობენ, რეტროგრადული მერკური თქვენს გეგმებს თვის განმავლობაში ბევრჯერ შეცვლის. თუ რომანტიკული შაბათ-კვირის მოწყობაზე ფიქრობთ, გსურთ საყვარელ ადამიანს გრძნობებში გამოუტყდეთ, შესაძლოა, ეს არც თუ ისე ხელსაყრელი პერიოდი აღმოჩნდეს. კომუნიკაცია გაგირთულდეთ და საბოლოოდ, არა ჰარმონიულ, არამედ კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. თუ უკვე ურთიერთობაში ხართ, ამ შემთხვევაშიც, აგვისტოს განმავლობაში შესაძლოა, სხვადასხვა საკითხზე ვერ შეთანხმდეთ და ხშირად იკამათოთ, ძველი წყენები გაიხსენოთ. ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ საყვარელ ადამიანთან საკუთარ ემოციებზე, გრძნობებზე, წყენაზე გულწრფელად ისაუბროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგროვილი ბრაზი ბევრად უარეს შედეგს მოგიტანთ.