მაისის ბოლოს ორი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა გველოდება: პლანეტა ვენერა და იუპიტერი ტყუპების ნიშანში გადადიან, რაც იმას ნიშნავს, რომ 2024 წლის ივნისი ბევრი ადამიანისათვის სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით, შესაძლოა, ნამდვილად გარდამტეხი და საინტერესო აღმოჩნდეს.
ტყუპები ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობისმოყვარე, აქტიური და კომუნიკაბელური ნიშანია. ზოდიაქოს ამ ნიშნის გავლენით კიდევ უფრო მეტად გახსნილები და თავისუფლები გავხდებით და ემოციების გამოხატვის ნაკლებად მოგვერიდება. ვენერას სიყვარულისა და ურთიერთობის პლანეტას, იუპიტერს კი გამარჯვებების, სიახლეების პლანეტას უწოდებენ. ამიტომაც, როცა ეს ორი პლანეტა ტყუპების ნიშანშია, დიდი შანსია, რომ პირად ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალოს. ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც 2024 წლის ივნისში ნამდვილ სიყვარულს შეხვდებიან და სასიამოვნო თავგადასავალს შეიქმნიან:
მშვილდოსანი
ვენერასა და იუპიტერის ტყუპების ნიშანში ტრანზიტი თქვენს მე-7 სახლზე მოახდენს გავლენას, რაც გრძელვადიან პარტნიორობასა და ქორწინებაზეა პასუხისმგებელია. 2024 წლის ივნისში შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც იმდენად მოგეწონებათ, რომ მასთან ერთად მომავლის შექმნაზე სერიოზულად დაფიქრდებით.
თევზები
ძველ ნაცნობს, იმ ადამიანს, რომელიც ადრე მოგწონდათ, მაგრამ შემდეგ დაივიწყეთ ან მათ, ვისაც მშობლები გირჩევდნენ, ახლა შესაძლოა, სრულიად სხვა თვალით შეხედოთ და აღმოაჩინოთ, რომ ის ადამიანი, რომელსაც დიდი ხანია, ელოდებით, სინამდვილეში, თქვენთან ახლოსაა. 2024 წლის ივნისი სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით საინტერესო თავგადასავალსა და სასიამოვნო დღეებს გპირდებათ.