კურო
ჯიუტი და უკომპრომისოა. თუ გაბრაზდა, მის დამშვიდებას მხოლოდ სიტყვებით ნამდვილად ვერ შეძლებ. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები, როგორც წესი, უმიზეზოდაც მარტივად ბრაზდებიან. როდესაც კურო გაბრაზებულია, კივილ-წივილს არ მოერიდება.
ლომი
დრამატულები არიან და მოსწონთ დომინირება. როდესაც ისინი გაბრაზდებიან, 100%-ით სჯერათ საკუთარი უდანაშაულობის და შესაბამისად, გადადიან შეტევაზე. ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები საკმაოდ ფიცხები არიან. ისინი ხშირად აზვიადებენ რისხვის საბაბს. მაშინაც კი, თუ ისინი მტყუანები აღმოჩნდებიან, მაინც არასოდეს აღიარებენ ამას და არ მოიბოდიშებენ!
მორიელი
მორიელები იმდენად თავდაჯერებულები არიან, რომ ჰგონიათ მუდამ მართლები არიან. დიდხანს ვერ ივიწყებენ წყენას და ძალიან რთულად პატიობენ. როდესაც ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები გაბრაზებულები არიან აუცილებლად სკანდალებს და დრამებს არ დგამენ, შეუძლიათ პასიურად აგრესიულები იყვნენ და ნელ-ნელა მოგშხამონ.
მშვილდოსანი
ჩვეულებრივ, ისინი არ უხეშობენ, მაგრამ როდესაც გაბრაზდებიან, შეუძლიათ ყველაფრის თქმა იკადრონ! ამ ნიშნის ელემენტია ცეცხლი ასე, რომ არცაა გასაკვირი, რომ თუ გააბრაზებ – გაცეცხლდებიან. როდესაც განრისხებულები არიან, დიდად არ უფიქრდებიან რას ამბობენ. თუმცა, როდესაც დამშვიდდებიან, ბოდიშს იხდიან თუ გააცნობიერებენ, რომ ცოტა ზედმეტი მოუვიდათ.
თხის რქა
როგორც წესი, დალაგებული და წესიერია. ამ ნიშნის წარმომადგენლები მარტივად არ ჰყვებინ ემოციებს თუმცა, როდესაც ბრაზდებიან ყველანაირ კონტროლს კარგავენ. გაბრაზებულ გულზე იწყებენ იმის გაკრიტიკება, ვინც პირველი შეეჩეხება თვალებში. როდესაც თხის რქები გაბრაზებულები არიან, ძალიან ამპარტავდებიან და ყველაფერში სხვებს ადანაშაულებენ.