ვერძი
ნერვიული და იმპულსური არამზადა. ამით ყველაფერია ნათქვამი. ჩადენილის შემდეგ ან მაშინვე ითხოვს პატიებას – ხმაურიანად და თეატრალური ეფექტებით (რათა ხვალ ისევ ძველებურად გააგრძელოს), ან საერთოდ არ ითხოვს პატიებას – თურმე, სიამაყე არ აძლევს ამის საშუალებას.
კურო
ანგარიშიანი არამზადა. მას შეიძლება ხშირად ჰკითხოთ: „საერთოდ ფიქრობ, რას აკეთებ?“ დაგვიჯერეთ, ძალიან კარგად ფიქრობს. ის წინასწარ თვლის, სად მიაყენოს მოწინააღმდეგეს დარტყმა, რომ უფრო მტკივნეული იყოს.
ტყუპები
თავქარიანი არამზადა. ხშირად ვერ გრძნობს, რომ როგორც უკანასკნელი არამზადა ისე იქცევა. ჩადენილი სისაძაგლე 5 წუთში ავიწყდება.
კირჩხიბი
ძალიან უბედური არამზადა. ეს შენ ხარ არამზადა, ის კი – გარემოებების უდანაშაულო მსხვერპლია. და ასე იქნება ყოველთვის, თუნდაც მის მიერ ჩადენილი სისაძაგლეები შენზე მეტი იყოს. უფრო მეტიც, ის იზრუნებს, რომ მთელმა სამყარომ გაიგოს, როგორ მოექეცი საწყალს.
ლომი
საკუთარ თავზე შეყვარებული არამზადა. ის ბრძენი და დიდებულია, ის – მეფეა, სხვები კი – ფეხებქვეშ დაგდებული ნაგავი. ამ მგდომარეობიდან გამომდინარეობს ყველა მისი სისაძაგლე.
ქალწული
გულღვარძლიანი არამზადა. ოდესღაც სადღაც გადაუღობე გზა (ან რაღაც უსიამოვნო თქვი მისი მისამართით) – მიიღე, რაც დაიმსახურე! მთელი ეს წლები ამ მომენტს ელოდებოდა, რათა გადმოენთხია მთელი ჭუჭყი, რომელიც შიგნით დაუგროვდა.
სასწორი
მშიშარა არამზადა. სასწორებმა პირველი ადგილი დაიკავეს არამზადების რეიტინგში. საძაგელი, უზნეო არსებაა. ტყუილი, ცილისწამება, ღალატი – ასეთი ცხოვრების წესი აქვს. და ეს ყველაფერი სილაჩრის გამო.
მორიელი
პრინციპული არამზადა. პრინციპები შეიძლება ნებისმიერი იყოს, მასში არ არის არსი. მისი სუპერრთული მსოფლმხედველობის თვალსაზრისით შენ დაარღვიე რომელიღაც აკრძალვა და უნდა დაისაჯო. საკუთარ თავს ის სამართლიანობის იარაღად თვლის.
მშვილდოსანი
სკანდალური არამზადა. ის იღებს სიამოვნებას კონფლიქტებისგან.
თხის რქა
ჯიუტი და შეზღუდული არამზადა. კუროს გულგრილობა + ლომის ეგოიზმი + მისი პირადი განუმეორებელი გონებაჩლუნგობა. და კიდევ სიძუნწე.
მერწყული
ცინიკური არამზადა. საპატიო მეორე ადგილი სასწორის შემდეგ. გააკეთებს სისაძაგლეს მარტო იმისათვის, რომ იცინოს როგორ იტანჯები.
თევზები
გულგრილი არამზადა. როდესაც საშველად უხმობენ, ის კეტავს ფანჯარას და მჭიდროდ ეხვევა საბანში. ნუ ელოდები, რომ მოვა შენთან საავადმყოფოში, სადაც სიკვდილის ბოლო წუთებს გაატარებ.