ლომი
სიყვარული ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სუბსტანცია და ელექსირია. ლომებს უყვართ, როცა ეთაყვანებიან, ამიტომ ძალიან ხშირად სპეციალურად ირჩევენ ადამიანებს, ვისაც რაღაც მიზეზით არ შეუძლია მათთან ოფიციალურ კავშირში ყოფნა. გარდა ამისა, ლომი ამბიციური ნიშანია და მოსწონს კიდეც სკანდალების და საყოველთაო განხილვის ეპიცენტრში ყოფნა. როგორც იტყვიან, „შავი პიარიც ხომ პიარია, არა?“
მორიელი
სირთულეების სიყვარულია ალბათ ის ძირითადი მიზეზი, რატომაც ხვდება მორიელის ნიშნით დაბადებული სასიყვარულო სამკუთხედში. მორიელებს არაფერი იზიდავთ მარტივი, ამიტომ ჩვეულებრივ რუტინულ ქორწინებას, ბევრი მათგანი თავბრუდამხვევ და ვნებიან რომანებს არჩევს, თუნდაც სტატუსით არცთუ თავისუფალ პარტნიორთან. ასეთ სიტუაციაში მორიელი ასე ვთქვათ ისე გრძნობს თავს როგორც „თევზი წყალში“, მისთვის ხომ მუდმივი ექსტრიმი და ემოციების პიკი ბუნებრივი მდგომარეობაა.
ავტორი