ცოტა ხნის წინ ინგლისელმა ასტროლოგებმა ჰოროსკოპების მოყვარულები გააოცეს განცხადებით, რომ ზოდიაქოს ყველაზე დაუნდობელი ნიშანი – მერწყულია.
აქამდე მავნებლობასა და დაუნდობლობაში ჰოროსკოპის სხვა ნიშნებს პირველობას არ უთმობდა მორიელი.
ბრიტანელი ასტროლოგები ამ მტკიცებულების საკუთარ მიზეზებს ასახელებენ: ისინი თვლიან, რომ ადამიანები, რომლებიც მერწყულის ნიშნის ქვეშ არიან დაბადებულნი, მხოლოდ იმით არიან დაკავებულები, რომ გაუმწარონ ცხოვრება სხვებს და შეუქმნან გარშემომყოფებს პრობლემები, შუალედებში კი საკუთარი საქციელის შედეგებით თავადვე დაიტანჯონ.
ყველაზე მზაკვრულ ნიშანს ქარაფშუტას სტატუსიც მიანიჭეს – მერწყული სხვების ცხოვრების განადგურებით არის დაკავებული და თან ისე, რომ შედეგებზე არ ფიქრობს.
ავტორი