აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, მსოფლიო ქვეყნები ახალი კორონავირუსის შესახებ გვიან გააფრთხილეს, რამაც ეკონომიკას დიდი ზარალი მიაყენა.
,,ამის შესახებ ბევრად ადრე უნდა ეთქვათ. ზოგმა იცოდა რაც ხდებოდა, თუმცა არ სურდა ამაზე საუბარი. არ ვიცი, რატომ, თუმცა ამ საკითხს ბოლომდე მივყვებით“,_ ამბობს ტრამპი.
აშშ-ს პრეზიდენტმა, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე, ასევე განაცხადა, რომ დიდი შვიდეულის ლიდერებთან საუბრისას განიხილეს შექმნილი ვითარება.
,,ისინი ეკონომიკას ისევ აღადგენენ. აღვადგენთ უფრო ძლიერ, უკეთეს და დიდ ეკონომიკას,“ – აცხადებს თეთრი სახლის ლიდერი.
ჯონ ჰოკინსისის ინსტიტუტის ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 667 ათაზე მეთი შემთხვევა დაფიქსირდა, 32 ათასზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.