დიდ ბრიტანეთში, დევონის საგრაფოში, ზოოპარკმა მაიმუნების ბანანითა და სხვა ხილით გამოკვება შეწყვიტა. დევონის ზოოპარკში, მაიმუნებს ამჟამად ბალახეულით კვებავენ. ზოოპარკის თანამშრომლები ამბობენ, რომ ცხოველებისთვის ზედმეტად ტკბილი საკვების მიღება სასარგებლო არ არის.
მათი განმარტებით, ბუნებაში მაიმუნები ნაკლებად ტკბილი ხილით იკვებებიან, ხოლო ზოოპარკებში მათ იმავე ხილით კვებავენ, რასაც ადამიანები მიირთმევენ.
ზოოპარკის თანამშრომლები ამბობენ, რომ ცხოველებს კვების ახალი რეჟიმი მოუხდათ და ისინი ნაკლებად აგრესიულად იქცევიან.