ინვესტორ კომპანია “ზოტი ჰიდროსთან“, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ურუშაძის მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად, კომპანია “ენერგონმა“ სოფელ ზოტის ცენტრთან დამაკავშირებელი ყველაზე დაზიანებული გზის, 1 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო.
აღნიშნული გზის მოწესრიგება წინასაარჩევნო დაპირება იყო.
საფუძველის მომზადების შემდეგ, ასფალტობეტონის პირველი ფენის დაგება უკვე დასრულებულია.
მიმდინარე სამუშაოები, მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ზაალ მამალაძემ და სოფლის ხელმძღვანელებმა დაათვალიერეს.
(R)