სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა:
მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის – 9 ივნისს, 14:00 საათზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, გურიის ჰაბის – ინოვაციების და სამოქალაქო განვითარების ცენტრი „პროგრესის სახლის“ ორგანიზებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში გაიმართება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამოფენა.
გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ გურიაში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. შეხვედრის განმავლობაში მოქალაქეები გაეცნობიან წარმოდგენილი ორგანიზაციების საქმიანობას, სერვისებსა და პროდუქტებს. ასევე, მიიღებენ ინფორმაციას, თუ როგორ შეუძლიათ ჩაერთონ მათ აქტივობებში. გამოფენა გაგრძელდება 2 საათის განმავლობაში. გამოფენის პარალელურად ახალგაზრდებისთვის ჩატარდება გასართობი აქტივობები.
ინფორმაცია პროექტის შესახებ
ღონისძიება განხორციელდება პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
(R)