დღეს, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის პრეზენტაცია მიმდინარეობს. “ადვოკატობის კამპანიის” ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ და „ფონდი ნატახტარის“ წარმომადგენლები ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს: თვითმმართველობის ორგანოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, „ფონდი ნატახტარი“ 2011 წლიდან მუშაობს მცირე საოჯახო ტიპის სახლების მოზარდებთან, შესაბამისად, ფონდი ადგილობრივ თვითმმართველობებს ამ ნაწილში თანამშრომლობას სთავაზობს. თანამშრომლობის ფარგლებში ფონდი შეძლებს ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების საჭიროებების შეფასებას, ინტერვენციის დაგეგმვას და მონიტორინგს. ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა, კი შეიძლება გამოიხატოს მათთვის საცხოვრებლის დაქირავებაში, კომუნალური გადასახადების დაფარვასა და/ან სამგზავრო შეღავათების დაწესებაში.