მესტიაში, სოფელ ხაიშთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 22 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა გზიდან ხევში გადავარდა, შემთხვევის დროს ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.
„ცხედარი უკვე ამოყვანილია და საკუთარ საცხოვრებელ სახლშია დასვენებული“, – აცხადებს მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი.
ავტორი