ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. აღნიშნულ პოსტზე სავაჭრო-სამრეწველო პალატის ყოფილი რეგიონალური წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთში შალვა აგუმავა დაინიშნა. დღეს კი მან უკვე ყოფილი დირექტორი ზვიად ქარჩავა ჩაანაცვლა. ქარჩავამ აღნიშნული თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა.
აგუმავა აცხადებს, რომ ბაღის კიდევ უფრო განვითარებას გეგმავს, რათა ის მეტად მიმზიდველი გახდეს უცხოელი ტურისტებისთვის. ამასთან, ბოტანიკური ბაღი მომსახურებას ადგილობრივ ვიზიტორებს გაუწევს, მოწესრიგდება და განვითარდება ინფრასტრუქტურა.
ავტორი