ზუგდიდში, საკრებულოს სხდომის პარალელურად, ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს.
,,ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებას დაშინებით, ზეწოლით და გაყალბებით მოგებულ არჩევნებს ახსენებს. შენობასთან დიდი რაოდენობითაა პოლიცია მობილიზებული.
საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დაშინების და მოსყიდვის გზით გახდა მერი მამუკა წოწერია
“წოწერია მშვიდად ვერ იცხოვრებს, ვერ იმუშავებს, ვერ ივლის, ვერ დაჯდება კაბინეტში”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები
ცნობისთვის, პირველი ტურის შედეგებით ზუგდიდში ,,ნაციონალურ მოძრაობას” საკრებულოში სრული უმრავლესობა – 23 დეპუტატი ჰყავდა, ,,ქართულ ოცნებას” კი 19, თუმცა არჩევნების მეორე რაუნდისთვის მმართველმა პარტიამ ოპოზიციას ერთ გამარჯვებულ ოლქში მანდატი წაართვა, ამან კი ,,ნაციონალურ მოძრაობას” უმრავლესობა დააკარგვინა. სწორედ ერთი ხმა აკლია ზუგდიდში ოპოზიციას სრული უმრავლესობისთვის და საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად.
[sexy_author_bio]