ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლაში ხანძარია.
როგორც ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა კახა ფარცვანიამ imedinews -სთან სატელეფონო საუბარისას განაცხადა, ცეცხლი შეშის ღუმელს გაუჩნდა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულები და ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.