დღეს ზურა ჯაფარიძე ახალ გირჩს დააფუძნებს. პარტია “მეტი თავისუფლება – გირჩი”-ს სახელით დარეგისტრირდება.
პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა 15:00 საათზე, ზურაბ საკანდელიძის 7 ნომერში დაიწყება.
ახალი, ძველის იდენტური პარტიის შექმნასთან დაკავშირებით ზურა ჯაფარიძემ რამდენიმე დღის წინ ისაუბრა. მისი თქმით ახალ პარტიას ის ხალხი დააკომოლექტებს, ვინც გირჩი შექმნა მაგრამ საზოგადოებისთვის ცნობილი დღემდე არაა.
შეგახსენებთ, 4 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ პარტია “გირჩი” იყოფა. ამის შესახებ პარტიის წასულმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ დაწერა და თქვა, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად “გირჩის კეთებას” აღარ აპირებს.