მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა პროკურორის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა _ ზურა ჯაფარიძეს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე 30-ათასლარიანი გირაო შეეფარდა, ჩამოერთვა პასპორტი და პირადობის მოწმობა და აეკრძალა საზღვრის კვეთა პროკურორის თანხმობის გარეშე. გირაოს გადასახდელად 30 დღე განისაზღვრა.
ზურაბ ჯაფარიძეს ბრალდება წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე.



































































