დასავლეთი ჩვენგან ელოდება, რომ შევძლებთ, ოლიგარქიის დასრულებას, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
ამასთან, ჯაფარიძის თქმით, „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე და ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ელოდება,რომ ხალხი დაიღლება, შესაბამისად, არჩევანი „ჩვენზეა“.
“დასავლეთი ელოდება ჩვენგან, რომ შევძლებთ, ოლიგარქიის დასრულებას, ჩვენგან და არა კობახიძეებისგან.
ივანიშვილი ელოდება ჩვენგან, რომ დავიღლებით.
ჩვენზეა. რომლის მოლოდინს გავამართლებთ“ , – დაწერა მან სოციალურ ქსელში და დააანონსა დღეს, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქცია.